"ევროპარლამენტის რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი" - ამის შესახებ პალიტრა ნიუსის ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
წამყვანის შეკითხვაზე, რომ ცოტა ხნის წინ ის ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ამბობდა, რომ ამ დოკუმენტს "ჩალის ფასი აქვს" და ხომ არ შეიცვალა აზრი, ამბობს: "რა თქმა უნდა, ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი. მთლიანად ღირსებასაა მოკლებული ეს დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა".
"როდესაც გეუბნებიან შენ, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ და ივანიშვილი სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს, ამას როგორ შეიძლება არ უპასუხო. ეს არის უბრალოდ სირცხვილი და რა თქმა უნდა, ამით ისინი პირველ რიგში ჩრდილს აყენებენ ევროკავშირის რეპუტაციას. იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. რაღაც ისეთ ფარატინა დოკუმენტში კი არა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერეს ასეთი სამარცხვინო რაღაცები" - ამბობს კობახიძე.