დღეს, 20 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს.
გარდა ამისა, დღის წესრიგით განსაზღვრულია შემდეგი საკითხების განხილვა:
1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "სმარტ უნიონ გრინ პაუერს" შორის "ნაგომბარჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ღუნჯა ჰესი“-ს ჰიდროელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „ალაზნის მზე“-ს შორის კახეთის რეგიონში მზის ელექტროსადგურების შესახებ დასადები შეთანხმებების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის №2372 განკარგულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
7. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (3 პროექტი)
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
8. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი.