ყოფილი პრემიერი, ვანომერაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განმარტავს, რომ ის აქტიურადაა ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა.
"უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას. გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!"- წერს ვანო მერაბიშვილი.