ბაღდათის კურორტ საირმესთან დამაკავშირებელი გზა, რომელზეც მეწყერი ჩამოწვა, სრულად გაწმენდილია.
სამაშველო სამუშაოები მდინარე ხანისწყლის ორივე ნაპირზე გრძელდება. მაშველები ერთი დაკარგულის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ.
ადგილზე მუშაობს როგორც მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გუშინ, გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი.