უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისევ ადასტურებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. დღეს, 3 მარტს კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, არის თუ არა მზად რუსეთს რაიმე გარანტია მისცეს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა გარანტია უნდა მისცეს რუსეთს მაშინ, როცა უკრაინა რუსეთს თავს არ დასხმია და თავდასხმას არ აპირებს, უკრაინა არ არის ნატოს წევრი და არც ბირთვული იარაღი აქვს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ პუტინს მიმართა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს:
„რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ეხლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, ოღონდ არა ოცდაათ მეტრში როგორც მაკრონთან, შოლცთან და ასე შემდეგ. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ოცდაათ მეტრზე მამყოფო, მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე! რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და არ ვიტაცებთ სხვის მიწებს".