janmedi
ავერსი ნემო

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, გამოსცა ბრძანება, რომლითაც საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის (I–VI კლასები) მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ფიქსირებული ფასები განისაზღვრა. 

ბრძანების დანართის მიხედვით, სასკოლო ფორმის თითოეული ერთეულის ღირებულება ასეთია:

* ბიჭის პიჯაკი – 45 ლარი;
* ბიჭის შარვალი – 25 ლარი;
* გოგოს პიჯაკი – 45 ლარი;
* გოგოს შარვალი – 25 ლარი;
* გოგოს ქვედაკაბა (როგორც მოკლე, ისე გრძელი) – 25 ლარი.

დადგენილი ტარიფების შესაბამისად, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტი, რომელიც მოიცავს ერთ პიჯაკსა და ორ შარვალს, 95 ლარი ღირს. ამავე ღირებულებით განისაზღვრა გოგოს კომპლექტიც, რომელიც შედგება პიჯაკის, შარვლისა და ქვედაკაბისგან.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ სასკოლო ფორმის ტანსაცმლისთვის განსაზღვრული ფასები ფიქსირებულია და მათი განსხვავებული ღირებულებით რეალიზაცია დაუშვებელია.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროსა და ჩინურ კომპანია **Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co.**-ს შორის გაფორმებული 45.66 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში, I–VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების წარმოებას აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს.

125