უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, ამ დროისთვის 3500-ზე მეტი რუსი სამხედროა დაღუპული, თითქმის 200 ტყვედ ჩავარდა, განადგურებულია 14 რუსული თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი და 102 ტანკი.
მტერმა დაიწყო სარეზერვო ნაწილების გადაადგილება უკრაინის რეგიონებთან საზღვარზე და განაგრძობს საავიაციო დარტყმებს აეროპორტებზე. ამ წუთებში დაპირისპირება მიმდინარეობს ხარკოვის ოლქში, შეტაკებებია ოხტირკში.