რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს კანადა, ასევე, ქვეყანაში რუსი ოლიგარქების საკუთრებასა და რუსულ კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
რუს პარტნიორებთან ურთიერთობას წყვეტს კომპანია "ბოინგი". შეჩერდება ყველა ძირითადი ოპერაცია მოსკოვშიც.ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელი რუსულ თვითმფრინავებს ტექნიკურ მხარდაჭერას და ნაწილების მიწოდებას უწყვეტს. ორშაბათს კომპანიამ დახურა თავისი ოფისი კიევში და შეაჩერა პილოტების სასწავლო ოპერაციები მოსკოვში. კომპანიაში აცხადებენ, რომ Boeing-ი ორიენტირებულია საკუთარი თანამშრომლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
სანქცირებულ რუსულ ბანკებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა American Express-მა.