
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ყველაზე ძლიერი ანტივაქსერული ორგანიზაცია საქართველოში არის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
"ძაან ამბავია ატეხილი ამ საიტის გაუმართაობაზე. ახლა ქალბატონი გაბუნიამ თქვა, ქოლცენტრებით გავაკეთებთ რეგისტრაციასო. მალე, ალბათ, ფოსტის მტრედს გავატანთ წერილს, ჯანდაცვის სამინისტროში, დაგვარეგისტრირეთ ვაქცინაციაზეო. არავინ არ ამბობს ხმამაღლათ რომ ეს სისტემა არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შექმნილი და ისინი მართავენ ამ სისტემას. არა მარტო ამ სისტემას კიდევ 22 ელექტრონულ სისტემას", - წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე გიორგი ფხაკაძე.
მისივე თქმით, პასუხისმგებელი ამ სიტუაციაში არის მხოლოდ და მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
"კიდე რამდენი შეცთომა უნდა დაუშვან? ყველაზე ძლიერი ანტივაქსერული ორგანიზაცია საქართველოში არის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. დამარცმუნეთ რომ ეს ასე არ არის", - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.