jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ.
 
მისივე შეფასებით, ბოლო ორი დღის ციფრი მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო ზრდა არ განიცადა, თუმცა როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება გრძელდება.
 
გაბუნიას თქმით, რამდენ ხანს გასტანს პიკის ფაზა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შენარჩუნდება არსებული რეგულაციები.
 
„ომიკრონთან“ დაკავშირებით რისკი არის მისი ძალიან სწრაფი და მასობრივი გავრცელება. აქედან გამომდინარე, ადამიანების გარკვეული პროცენტი - ეს არის 2.7%, ვინც ჰოსპიტალში ხვდება. უდიდესი ნაწილი არის ბინაზე. ჰოსპიტალური საწოლფონდი 8 ათასზე მეტია. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალიზირებულია 6 ათასამდე პაციენტი. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, მით უფრო თუ ისინი ვაქცინირებული არ არიან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
742