ექიმი , ონკოლოგიის რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.
"არ ვიცი, მართლა არ ველოდი… ანუ არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით. თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა.
ძალიან მეუხერხულა, რომ თქვენი ყურადღება მივიქციე. მართლა ძალიან დიდი ბოდიში და ყველას განსაკუთრებული მადლობა.
ყველას , ყველას უკლებლივ. ყველა თქვენგანის ეს მხარდაჭერა ვნახე, ვიგრძენი და იმ იმედით მივიღე, რომ თუ ოდესმე რამე გავხდები, სიკეთითვე დაგიბრუნოთ…
პ.ს. მე მჯერა, რომ არც მათ სურდათ ჩემთვის ცუდი და არც მე- მათთვის. "- წერს ღოღობერიძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა „პრაიმშოუში“ , მისი სტუმრობისას შექმნილი სიტუაციის გამო სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც ინტერნეტ სივრცეში საზოგადოების დიდი ნაწილი გამოეხმაურა და ექიმს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუვცხადა.
ცნობისთვის, გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ გიორგი ღოღობერიძე რეზიდენტია და დასვა კითხვა: ჰქონდა თუ არა მას უფლება, რომ რჩევები გაეცა სოციალური ქსელით კორონავირუსთან დაკავშირებით.
სწორედ ამან და სხვა სტუმრების კომენტარებმა ამ თემაზე გამოიწვია გიორგი ღოღობერიძის განაწყენება.