როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ზაფხულში უნდა ჩავატარდეს აცრების მაქსიმალური რაოდენობა. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სწავლის დაწყებამდე მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტუდენტების, ლექტორებისა და სკოლის მასწავლებლების ორჯერადი ვაქცინაცია.
„ჩვენ გვინდა, ზაფხულში ჩავატაროთ აცრების მაქსიმალური რაოდენობა. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი სწავლის დაწყებისას უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე როგოც ყველა სკოლის მასწავლებელი, რათა სკოლა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო. ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმაო რაოდენობა, ასარჩევადა კი შეიძლება იყოს საქმე. ასე რომ აიცერით ყველამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.