ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში გუშინ გაჩენილი ხანძარი კვლავ აქტიურია.
ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის მეხნაძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული. ისინი მთელი ღამის გაავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ სესიაშვილის განმარტებით, ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრეებს ადგილობრივი ხელისუფლებაც დაეხმარება, მიმდინარეობს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზება.