
ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მან დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რვა წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობამ დიდი პოლიტიკური გამოცდილება შემძინა. ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული წარმატება მინდა ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ. მჯერა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაძლიერების ოთხი წელი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.