
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ.
ამის შესახებ რუსეთის სამართლებრივი ინფორმაცის ვებ-პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებებშია ნათქვამი.
ვლადიმერ პუტინმა ასევე რუსეთის საგარეო უწყებას დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების, მეგობრობის, თანამშრმლობის დამყარების, ასევე ურთიერთდახმარების შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ განცხადება პუტინმა თავად გააკეთა.