გაუგებარი იყო რუსი სხვა ოპოზიციონერების დეპორტაცია საქართველოდან. ჩვენ ვიცით რომ ეფესბეს სერიოზული პოზიციები აქვს საქართველოში – ამბობს რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი გენადი გუდკოვი რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების კიდევ რამდენიმე მოქმედებაა გაუგებარი, მაგალითად: დიმიტრი გუდკოვის მიმართ მიღებული გადაწყვეტულება, რომლის თანახმად გუდკოვი საქართველოში არ იქნა შეშვებული და მისი დეპორტაცია მოხდა.
„შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ჩემი დეპორტაცია უნდა მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია საქართველოს მხარს ვუჭერდი და დღესაც ვუჭერ. გაუგებარი იყო რუსი სხვა ოპოზიციონერების დეპორტაცია საქართველოდან. ჩვენ ვიცით რომ ეფესბეს სერიოზული პოზიციები აქვს საქართველოში. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას უფრო მკაფიო და ჩამოყალიბებული პროზიციები ქონდეს ,იმაზე რომ საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების გზაზე ურყევად მიდის. რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ქვეყანას ადრე თუ გვიან მიიყვანს დემოკრატიულ მსოფლიო სივრცეში სრულ ინტეგრაციამდე, ევროპულ ინტეგრაციამდე. ყველა შემთხვევაში, ამის იმედი არსებობს, მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს - დემოკრატიის და თავისუფლების საბოლოოდ მოპოვებისთვის. თუმცა, ამ გზაზე ძალიან ბევრ ხელის შემშლელ ფაქტორებს ვხედავ ,ეს ფაქტორები ძალიან სერიოზულია, საჭიროა ხალხის ნება, რომ ეს ფაქტორები გადალახული იყოს.“ – აღნიშნა მან.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და არ შეუძლია ეფესბეს სერიოზული პოზიციების დამტკიცება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება.
„ნავალნის თანამოაზრე ლუბოვ სობოლი არ შეუშვეს საქართველოში, როგორც გითხარით, დიმიტრი გუდკოვიც საქართველოდან დეპორტირებული იქნა, მიზეზები კი გაუგებარია. რაღაც ისე გამოდის, რომ ერთის მხრივ საქართველო დევნილებს ღებულობს, ადამიანებს რომლებიც პუტინს გაურბიან, მაგრამ რაღაც ხდება გარკვეულ მომენტში ცნობილი და პუტინის მოწინააღმდეგე ადამიანების მიმართ, რატომღაც საქართველოს მხრიდან მათ მიღებაზე უარყოფა ხდება. მე როგორც მიხსნიან, ეს იმით არის განპირობებული, რომ ეფესბესა და საქართველოს შორის აღნიშნულზე გარკვეული შეთანხმებები არსებობს. გვჯეროდეს თუ არ გვჯეროდეს ამის არ ვიცი, მაგრამ არის გარკვეული მაჩვენებლები, რომლებიც გვაიძულებს ამაზე დავფიქრდეთ. ასევე, სააკაშვილის ისტორიაც მაბნევს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბატონ სააკაშვილს ერთხელაც არ შევხვედრილვარ, უბრალოდ მე ვიცი სააკაშვილამდე და სააკაშვილის დროინდელი საქართველო. არაერთხელ ვყოფილვარ საქართველში, გასაოცარი შედეგები იყო. მე არერთხელ მომიყვანია მაგალითად რუსეთის სათათბიროში და საერთოდ საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს,საქართველოს მაგალითი რომ - ქვეყანამ უმცირეს დროში მოახერხა იმპერიული და საბჭოთა ლაქების მოშორება, ნორმალური ხელისუფლების ჩამოყალიბება, კორუფციის დამარცხება. მე ხომ მახსოვს, საქართველოს გზებზე რა ხდებოდა, ე.წ. ქართული “გაი” როგორ იქცეოდა. ეს იყო იმაზე უარესი, რაც თავად რუსეთში ხდებოდა. მცირე დროის შემდეგ, მახსოვს საქართველო როგორ გარდაიქმნა ევროპულ ქვეყნად, ეს ისეთი საოცარი ცვლილება იყო, რომ უბრალოდ უაზრობაა ამ შედეგების უარყოფა . დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ, დღეს საქართველოს ხელისუფება რას წყვეტს არ ვიცი, მაგრამ მახსოვს რომ საქართველოში ვნახე შევარდნაძის შემდეგ გიგანტური ცვლილებები,“ – განაცხადა გუდკოვმა.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ