რუსეთის წინააღდმეგ პროვოკაციის ავტორები ისე ინანებენ, როგორც აქამდე არასდროს უნანიათ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეას მიმართვაში განაცხადა.
”მაგრამ იმედი მაქვს, რომ თავში არავის მოუვა რუსეთის მიმართ ე.წ. წითელი ხაზის გადალახვა, თუ სად გადის ეს წითელი ხაზი,ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად განვსაზღვრავთ”, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ”არამეგობრული ქმედებები” რუსეთის წინააღმდეგ არ წყდება და ზოგიერთი ქვეყნების არაწესიერი ჩვეულება - რაიმე მიზეზით და ყველაზე ხშირად უმიზეზოდ, რუსეთთან წაკიდება”, პუტინმა ასეთ ქმედებებს "ახალი სპორტი" უწოდა.
”ამ მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებით ვიქცევით”, - ირწმუნება კრემლის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, მოსკოვს სურს ჰქონდეს "კარგი ურთიერთობები ყველა საერთაშორისო მონაწილესთან" და მათთანაც კი, ვისთანაც ბოლო პერიოდში არც თუ ისე კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა.