პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, არ მგონია, მას ეს მაჩო ომი დაეწყო – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება მან გერმანულ ZDF-თან ინტერვიუში გააკეთა.
"პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, არ მგონია, მას ეს მაჩო ომი დაეწყო. თუ გსურთ ტოქსიკური მასკულინობის კარგი მაგალითი, ის ზუსტად ასეთი ადამიანია."– განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ბორის ჯონსონმა თქვა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს და უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით დაეხმარებიან, რათა მან რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს.