რუსული მეიის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მსოფლიომ ოკუპანტ ქვეყანას უმკაცრესი სანქციები დაუწესა, მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა.
ცნობილი ხდება, რომ პუგაჩოვა-გალკინის წყვილი საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა, ხოლო მათი მდიდრული ვილა, რომელიც სოფელ გრიაზში მდებარეობს, იყიდება.
რუსი პროდიუსერის ანდრეი რაზინის თქმით, ვილის შეძენა მას გალკინმა შესთავაზა. როგორც პროდიუსერი აცხადებს, მზად არის შეიძინოს ვარსკვლავური წყვილის საცხოვრებელი, თუ მისთვის ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ. მისი თქმით, პუგაჩოვასა და გალკინის სახლში ობოლი ბავშვებისთვის მოაწყობს სასწავლებელს, სადაც ისინი IT ტექნოლოგიებს დაეუფლებიან.