პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ვეტო გამოვიყენე. ვეტოს არ ვიყენებდი, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი ის დაძლეული ქნება ინსტიტუტისთვის ვეტოს გამოყენება არ ვარგა. დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას. შესაბამისად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ეს უნდა იყოს ნიშანი იმის, რომ არ ვეთანხმდები. ვიცი, რომ დაძლეული იქნება და ვითარებას შინაარსობრივად არ შეცვლის. ყველა კანონი, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული და არასწორი მიმართულების იქნება ვეტოს დავადებ. ეს უფრო პოლიტიკური ვეტოა, ვიდრე სამართლებირივი. ამ დღეებში არ შეიძლება საქართველოში ისეთი კანონი იყოს მიღებული, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს”,-აცხადებს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.