tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია
პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელი, როგორც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ. ის დაესწრო გასული წლის სამიტსაც, სადაც ყველა ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღო გარკვეული ვალდებულება. ეს სამიტი ამ ვალდებულებების გაგრძელებაა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტში სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს რატომ არ წარმოადგენს პრემიერი ან მთავრობის და პარლამენტის სხვა წევრი.
კელი დეგნანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს წარდგენით შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს.
„საქართველოს შემთხვევაში, ეს არის მთელი მთავრობის ვალდებულებები, ასევე არის მთავრობის მონაწილეობა იმ დღის წესრიგის შესრულებაში, რომელიც საქართველომ საკუთარ თავს დაუსახა თავისი დემოკრატიის გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე წარდგებიან ვიდეომიმართვით სამიტის მეორე დღეს, რომელიც გაიმართება ნიდერლანდებში. ვფიქრობ, ეს ასახავს ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტის ვალდებულებას, რომელიც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარდგენით, ასევე მთავრობის მხრიდან იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს აქვს თავისი დემოკრატიის გაძლიერებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – განაცხადა კელი დეგნანმა. 
255