თუ იაფ სტამბოლი
ავერსი საქკაბელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

 
მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან – პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან. 
 
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს – შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. 
 
დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე ქართველ სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
 
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.  
 
 
1113