რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ “კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ საარჩევნო ბანერებს.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხყოფაა.
„ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს...
რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ „კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!.. „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბანერები ვრცელდება, წარწერებით „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ბანერზე გამოსახულია სამების საკათედრო ტაძარი, ასევე უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული ადგილობრივი ეკლესია.