საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ გვერდით აღარ გვყავს. ეს სამწუხარო რეალობაა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ქვეყნის ინტერესის დაცვა მხოლოდ ერთიანი ფრონტით ხდება ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მიერ, სალომე ზურაბიშვილი კი ხელისუფლებაშია, მაგრამ სხვა გზა აირჩია.
„პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზიანებულები გამოვსულიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც სამი ქვეყანა ე.წ. ვერდიქტს ველოდებოდით, რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის უფრო ფართოდ უნდა გაეღო კარი. ამაში პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მაგალითისთვის, ქვეყნის შიგნით ის ამბობდა, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც ტყუილია; ამბობდა, რომ მთავრობა არაფრის მაქნისია, რაც ტყუილია; აყენებდა შეურაცხყოფას, ვისაც კი შეეძლო. მანამდე, თორემ ახლა საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს, უკვე ვეღარ გავიგე. შემდეგ ქვეყნის იქით მიდიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს გაუხსენით გზა და იქაც რომ მიდიოდა, სავარაუდოდ კრიტიკით იყო დაკავებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.