საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ახალი სიმღერის, სახელწოდებით „ვემსახურები საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა.
სიმღერის მუსიკა რუსა მორჩილაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს კუთვნის. სიმღერა „ქართულმა ხმებმა“ და ოთო ნემსაძემ შეასრულეს.
პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. წარმოდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.