პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს.
ჩიტაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გარდა, პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართავს, მათ შორის აქციაზე რამდენჯერმე მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება და ასევე ისვრიან რეზინის ტყვიებს.
იქამდე ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები მოხსნეს და მათი საშუალებით გზის ჩახერგვა სცადეს. ამ დრომდე დედაქალაქის ცენტრში სიტუაცია დაძაბულია.