იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა თქვა, რომ "რიონის მცველებს" გონივრულ ვადას აძლევს, გაათავისუფლონ გზა, რომელიც მათ კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან გადაკეტეს და ხეობა დაბლოკეს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს.
"მათ მოახდინეს ერთადერთი არსებული გზის პიკეტირება, რითიც სარგებლობდა ადგილობრივი მოსახლეობა.
ჩემ უკან დგანან შეწუხებული ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ გადაადგილებას. ახლოვდება კომენდანტის საათი. ძალიან მოთმინებით ეკიდებიან ისინი, რისთვისაც მადლობას ვუხდი.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ, გონივრულ ვადაში მისცენ მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია პროპორციულ ძალებს გამოიყენებს". - თქვა თამაზაშვილმა.